|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის საკრებულოს სხდომებს "ნაციონალური მოძრაობა" უბრუნდება

"ნაციონალური მოძრაობა" ქუთაისის  საკრებულოს სხდომების ბოიკოტირებას წყვეტს.  ოპოზიციური ფრაქციის წევრები საკრებულოს დღევანდელ სხდომას დაესწრებიან. ბოიკოტის შეწყვეტას ადგილობრივი ორგანიზაციის თავმჯდომარე ბესიკ ბრეგაძე ბიუჯეტირების პროცესში მათი ჩართვის აუცილებლობით ხსნის. 

"ვაპირებთ, რომ ჩავერთოთ 2020 წლის ქალაქის ბიუჯეტის პროექტის განხილვის პროცესში. ეს ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია და ვფიქრობთ, რომ ჩვენს გარეშე ამ პროცესებმა არ უნდა ჩაიაროს. ჩვენი წინადადებებით,  შენიშვნებით, გვინდა, რომ ჩავერთოთ ამ პროცესში"-განაცხადა ბესიკ ბრეგაძემ.

მისი თქმით, 2020 წელი მნიშვნელოვანი არჩევნების წელია და მათი მიზანია აკონტროლონ ამ დროისათვის  თვითმმართველობის მიერ გაწეული ხარჯების მიზნობრიობა.

რაც შეეხება ბოიკოტირებას, ეს 20 ივნისის ღამის მოვლენებს უკავშირდებოდა. როგორც ბრეგაძე აცხადებს, ეს საკითხი დღის წესრიგიდან არ მოიხსნება და მუდმივად  შეახსენებენ ხელისუფლებას, რომ დამნაშავეები დაისაჯონ. 

შეგახსენებთ, "ევროპული საქართველოს" წევრებმა ბოიკოტის რეჟიმი გასულ თვეში შეწყვიტა და სხდომებს დაუბრუნდა.

ავტორი: ირინა მაკარიძე

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა