"ქართულმა ოცნებამ" ცვლილებები ქუთაისში საკრებულოს თავმჯდომარით უნდა დაიწყოს"
არასამთავრობო ორგანიზაცია "საზოგადოებრივი ინტერესების დაცვის ცენტრის" თავმჯდომარე სულხან ქობულაძე საკრებულოს თავმჯდომარეს დავით დვალს პარტიამონაცვლეობას ახსენებს და აცხადებს, რომ დვალი თავის მფარველებს იმედებს არ უცრუებს და დავალებებს პირნათლად ასრულებს. მისივე განცხადებით, ქუთაისი "ყვარყვარეების" ქალაქად გადაიქცა.
"ავრორამ გაისროლაო" ქუთაისის საკრებულოს თავჯდომარემ უნდა თქვას, ჯერ იყო წინა მოწვევის საკრებულოში "ქრისტიან– დემოკრატების" სახელით "ნაციონალურმა მოძრაობამ" დასვა საკრებულოში(იმედებსაც არ უცრუებდა "პატრონებს"), 2012 წელი მისთვის დიდი დარტყმა იყო, მაგრამ აქაც არ უმტყუნა ბედმა, კვლავ გამოუჩდა "პატრონი " უშიშროების, მაშინდელი გუბერნატორის სახით და არა თუ საკრებულოს წევრად, თავჯდომარედ მოევლინა ქალაქს. ახლაც არ უცრუებს ქალაქის პირველ პირს იმედებს, რასაც ჩასძახებენ, იმას ამოსძახებს. "ყვარყვარეების " ქალაქია ქუთაისი, მათ აქ აფასებებენ, სასათბურე პირობებს უქმნიან და ამიტომ ყოველთვის "ჯეჯილობენ". ქალაქი კი კვლავ ჭაობშია, ხალხი უიმედობით შეპყრობილი(ან რისი იმედი უნდა ქონდეთ, როცა ვისაც ებრძოდნენ, მათ მიყავთ დღეს "პარადი"), ნათქვამია, დრონი მეფობენო...მაგრამ ყვარყვარეს დრო ვერაფერს აკლებს, მათ ხომ ყველა ფერის დროშა შენახული აქვთ"–წერს ქობულაძე სოციალურ ქსელში.
ნიუპრესის" კითხვაზე, კონკრეტულად რა ბრალდება აქვს საკრებულოს თავმდომარის მისამართით, ქობულაძე პასუხობს: "ამ ადამიანს უკავია დღეს საკრებულოს თავჯდომარის პოსტი, ის თანამდებობა, რომელიც მას არ ეკუთვნის არც ახლანდელი და არც მისი მოღვაწეობით წინა მოწვევის საკრებულოში, სადაც ოპოზიციის როლი ქონდა "ნაციონალურ მოძრაობასთან" შეთანხმებით და დღევანდელი მისი მმართველობა ქალაქისთვის არ არის წინსვლის მომტანი. კაცს, რომელსაც თავისი დამოუკიდებელი პოზიცია არ გააჩნია და რასაც ჩასძახებენ, იმას ამოსძახებს...დავით დვალი უნდა გადადგეს თავჯდომარეობიდან, დღეს "ქართული ოცნება" ცვლილებებს აანონსებს, ეს ცვლილება ქუთაისში საკრებულოს თავჯდომარიდან უნდა დაიწყოს".
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი





16:29
18:25
15:07
12:11
















