ლეიკემიით დაავადებული ბავშვების ახდენილი სურვილები
ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ დავით დვალმა, თავმჯდომარის მოადგილეებმა ბექა ყანჩელმა და ნიკოლოზ ლატარიამ ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებს სურვილები აუსრულეს.
15 თებერვალს, ლეიკემიის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღეს, საკრებულოს მიერ ორგანიზებული აქციის დროს, სადაც მიწვეული იყვნენ ქუთაისში რეგისტრირებული, ლეიკოზით დაავადებული 18 წლამდე ასაკის ბავშვები, საკრებულოს თავმჯდომარე დავით დვალი, იქ მყოფ პატარებს დაპირდა, რომ სურვილებს, რომელსაც პატარა ფურცლებზე ჩამოწერდნენ, უახლოეს მომავალში აუცილებლად აუსრულებდა.
დღეს, თოჯინების თეატრში, დავით დვალმა, ბექა ყანჩელმა და ნიკოლოზ ლატარიამ ლეიკემიით დაავადებული ბავშვები სპექტაკლზე მიიწვიეს და პატარებს საკუთარი ხარჯებით შეძენილი ნანატრი საჩუქრები სიურპრიზად გადასცეს.
„ყველა პატარას უნდა ჯეროდეს და წამდეს, რომ მათი სურვილები და ოცნებები აუცილებლად ახდება. ჩვენ, უფროსი თაობა, ყოველთვის მივადევნებთ თვალყურს, რომ ისინი იზრდებოდნენ რწმენის, იმედის სამყაროში. დღეს ვცადეთ, რომ ეს რწმენა და იმედი მიგვეცა ამ ბავშვებისთვის და სურვილები, რომელიც მათ ქონდათ ფურცელზე დატოვებული, ავუხდინეთ“, - განაცხადა დავით დვალმა.
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი





13:50
21:51
11:02
16:29
















