|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ირმა პეტრიაშვილი ბაღის გამგეების გათავისუფლების ფაქტს აფასებს

გამგეების გათავისუფლების საკითხთან დაკავშირებით  საკრებულოს  კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარე  აფასებს.  ირმა პეტრიაშვილი იმედს იტოვებს, რომ  ქალაქის ხელისუფლება გადადგამს სწორ ნაბიჯს. პეტრიაშვილის განმარტებით, ძალიან ცუტი ფაქტი დაფიქსირდა  ორივე შემთხვევაში. 

"ძალიან ცუდი  შემთხვევა მოხდა, რა თქმა უნდა,  არცერთ შემთხვევას არ ვამართლებ.  პირველი როდესაც გაიფიცენ, ეს იყო არასწორი და მეორე, როდესაც  გამგეები გაათავისუფლეს, მათ შორის ფეხმძიმე ადამიანი. მე მხოლოდ იმედს ვიტოვებ, რომ აღმასრულებელი ხელისუფლება გადადგამს სწორ ნაბიჯს და მოახდენს სიტუაციის დარეგულილებას", -აღნიშნა ირმა პეტრიაშვილმა. 

აღნიშნული განცხადებები დეპუტატმა, გუშინ, საკრებულოს  სხდომაზე  გააკეთა. 

ავტორი: ანი ლიპარიშვილი