ქუთაისის საკრებულოს წევრებს ეთიკის წესების დაცვა დებულებით დაევალებათ
ქუთაისის საკრებულოს გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრებმა რიგგარეშე სხდომაზე ცვლილება დაამტკიცეს, რაც საბჭოს დებულებაში ეთიკის ნორმების დამატებას ითვალისწინებს. ინიციატივა, რომელიც საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეს ირაკლი შენგელიას ეკუთვნის, ასევე მოიაზრებს ქუთაისის საკრებულოს რეგლამენტში ეთიკის ნორმების შეტანას.
საბჭოს თავმჯდომარის ირაკლი შენგელიას განმარტებით, რეგლამენტით საბჭოს წევრებისთვის ეთიკის და ქცევის ნორმები განისაზღვრება, რაც მათ მეტ პასუხისმგებლობას დააკისრებს. აღნიშნული ცვლილების მოთხოვნით განცხადება შევა საკრებულოში.
"თუ საკრებულო მხარს დაუჭერს, მსგავსი წესები დაწესდება საკრებულოს დეპუტატებზე. ცვლილება იქნება ბერკეტი და კარგი მექანიზმი, რომ დეპუტატებმა ეთიკის ნორმები მეტად დაიცვან"-აცხადებს ირაკლი შენგალია. მისი თქმით, აღნიშნულ ცვლილებას საკრებულო მხარს დაუჭერს.
ირაკლი შენგელია ასევე ადასტურებს, რომ ცვლილება ნანა კოსტავას ინციდენტმა განაპირობა. რაც შეეხება ცვლილების ქმედითობას, შენგელია აცხადებს, რომ ცვლილება მთავრობის მიერ მიღებული კოდექსის ანალოგიური იქნება. გენდერული თანასწორობის საბჭომ ცვლილებას მხარი დაუჭირა. საკრებულოში ცვლილება მომავალ სხდომებზე მიეწოდება.
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი




16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















