|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის სამოქალაქო თეატრის მსახიობებმა სპექტაკლი “ავანტიურისტები” წარმოადგინეს

ქუთაისის სამოქალაქო თეატრის მსახიობებმა სპექტაკლი “ავანტიურისტები” წარმოადგინეს. პრემიერა ლადო მესხიშვილის თეატრის სცენაზე, “თეატრალური იმერეთის” ფარგლებში გაიმართა.

მოყვარულმა მსახიობებმა და მესხიშვილის თეატრის მოწვეულმა მსახიობმა მაგდა გერაძემ, ფრანგი ავტორის პიერ შენოს პიესის მიხედვით დადგმულ სპექტაკლში ითამაშეს.

მთავარი ეპიზოდი მილიონერის ანდერძს, ავადმყოფობას, მის შესაძლო გადარჩენას და გარდაცვალებას  ეხება. ოჯახის წევრები კი ანდერძთან დაკავშირებულ საკითხებს პარალელურად განიხილავენ.

სპექტაკლის დამდგმელი რეჟისორი  “სამოქალაქო თეატრის” დამფუძნებელი ზეკო ხაჩიძეა, რეჟისორი – ნიტა ხაჩიძე, მხატვარი – ხვიჩა ვაშაყმაძე, მუსიკალური გაფორმება – ნიტა ხაჩიძე ft. Liluash (ლუკა ლილუაშვილი),  ტექნიკური ორგანიზება – თათა ქოჩიაშვილი, მაკა შავგულიძე.

სპექტაკლში მონაწილეობდნენ: მაგდა გერაძე, გიორგი ჩუბინიძე, ია იაშვილი, მარიამ ირემაძე, ხვიჩა ვაშაყმაძე, კობა მიშვიძე, თათული ქაროსანიძე, ლუკა ფარჯიკია, ლუკა სვანიძე, ლუკა ლილუაშვილი.

ქუთაისში “სამოქალაქო თეატრი” 2023 წლის  ოქტომბერში დაარსდა. პირველი პერფორმანსი დასმა “ქუთაისურ ისტორიებს” მიუძღვნა.

სამოქალაქო თეატრის უცვლელი მხარდამჭერია სასტუმრო “არგო”, სადაც რეპეტიციები მიმდინარეობდა.

ავტორი: ნიუპრესი