|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის საოლქო კომისიამ საჩივრების უმეტესობა არ დააკმაყოფილა

ქუთაისის #59–ე საოლქო კომისიამ არჩევნების დღეს დაწერილი საჩივრების განხილვა დაასრულა.

კომისიის გადაწყვეტილებით, საჩივრებიდან 3 დაკმაყოფილდა, არ დაკმაყოფილდა 31 საჩივარი. ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 1. „საიამ“ მის მიერ დაწერილი 3 საჩივარი უკან გაითხოვა.  საჩივრების ყველაზე მეტი რაოდენობა „საიას“ და „ნაციონალურ მოძრაობას“ ეკუთვნოდა. ყველა საჩივარი პროცედურულ დარღვევებზე იყო.

რაც შეეხება არჩევნების მეორე დღეს დაწერილ 9 საჩივარს, კომისიის თავმჯდომარის ავთანდილ ოსეფაიშვილის განცხადებით,  მათი განხილვა ხვალ მოხდება.

                                                                                     

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა