მერაბ კვირიკაშვილის საქმის განხილვა ქუთაისის სასამართლოში დღეს გაგრძელდება
ქუთაისის საქალაქო სასამართლოში მორაგბის მერაბ კვირიკაშვილის საქმის განხილვა დღეს გაგრძელდება. პროცესი 16:00 საათზე გაიმართება.
წინა სხდომაზე გარდაცვლილი პაპასკირის მამა დაიკითხა. დღეს, სავარაუდოდ, მოწმეების დაკითხვა გაგრძელდება.
მორაგბის ინტერესებს ადვოკატი ნუგზარ კვინიკაძე იცავს.
საქმე 2016 წელს ქუთაისის შემოვლით გზაზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას უკავშირდება, რასაც კვირიკაშვილის მეუღლის და შემხვედრ ავტომობილში მყოფი სამი ადამიანის დაღუპვა მოყვა.
შეგახსენებთ, კვირიკაშვილს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-7 ნაწილით წარუდგინეს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის ან ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც 2 ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
ავტორი: ნიუპრესი





16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















