ქუთაისის საქალაქო სასამართლოში "პიჯაკის საქმეზე" ბრალდებულთა პროცესი გაიმართა
ე.წ. პიჯაკის საქმეზე ბრალდებულთა სასამართლო დღეს გაიმართა. ქუთაისის საქალაქო სასამართლოში დაცვის მხარემ დასკვნითი სიტყვა წაიკითხა. პროკურატურამ კი საქმის განხილვის გადაგების თხოვნით მიმართა სასამართლოს. მოსამართლის გადაწყვეტილებით, მორიგი პროცესი 27 სექტემბერს გაიმართება.
შესაძლოა, რუსთვი 2–ის მხარდამჭერ აქციაზე დაკავებულების: ნიკოლოზ ნარსიას , მირიან დეისაძის და კახაბერ გაბუნიას განაჩენიც ამ დღეს გამოცხადდეს.
შეგახსენებთ, რომ ისინი გასული წლის 5 ოქტომბრეს დააკავეს პარლამენტთთან გამართულ აქციაზე, დეპუტატ დავით ლორთქიფანიძასთვის ფიზიკური შეურაცხყოფისა და პიჯაკის შემოხევის ბრადებით.
პროკურატურამ მათთვის პატიმრობის შეფარდება მოითხოვა.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი





16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















