|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის სარკინიგზო ხაზის ელმომარაგების ქვესადგურში 37 წლის მამაკაცი დაიღუპა

ვრცელდება ინფორმაცია, რომ 2016 წლის 30 სექტემბერს ქუთაისის სარკინიგზო ხაზის ელმომარაგების ქვესადგურში 37 წლის მამაკაცი დაიღუპა.  ქვესადგურის ჯიხურში ხელმძღვანელი დავით ჭელიძე ტექნიკური უწესრიგობის აღმოსაფხვრელად შევიდა. სამუშაო ადგილზე არ იყო განათება და და მასაც არ ჰქონდა შესაბამისი ინვენტარი, ამიტომ, არასაკმარისი განათების გამო ჯიხურის კარი ღია დატოვა. გარედან შემოსული სინათლე არასაკმარისი აღმოჩნდა და ამ ყველაფრის  შედეგად, მოკლე ჩართვამ მისი სიცოცხლე შეიწირა.

ინფორმაციას ადასტურებენ რკინიგზელთა ახალ პროფკავშირში და აცხადებენ, რომ აღნიშნულ ფაქტს ამ დრომდე არ ახმაურებდა. პროფკავშირი ასევე აღნიშნავს, რომ 2016 წელი კომპანიაში დასაქმებულთათვის ყველაზე მძიმე აღმოჩნდა. გასულ წელს სამუშაო ადგილზე გარდაიცვალა 5 და დაშავდა 10-ზე მეტი რკინიგზელი. ,,საქართველოს რკინიგზელთა ახალი პროფესიული კავშირი” მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, დაუყოვნებლივ შეასრულოს ევროპასთან ასოცირების ხელშეკრულებით აღებული ვალდებულება და შექმნას ქმედითი შრომის ინსპექცია, რათა წინასწარ მოხდეს მსგავსი ფაქტების პრევენცია და მინიმუმამდე შემცირდეს სამუშაო ადგილზე გარდაცვალების არსებული სტატისტიკა ქვეყანაში.

წყარო: euronews.ge

ავტორი: ნიუპრესი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა