ქუთაისის სასამართლო საპატრიარქოსა და ჟურნალისტის დავას განიხილავს
დღეს საქალაქო სასამართლო დალი ბარაბაძისა და საპატრიარქოს შორის არსებული დავის განხილვაა ჩანიშნული.
ჟურნალისტი დალი ბარაბაძე ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტ კალისტრატეს თანხების გაფლანგვაში სდებს ბრალს.
დალი ბარაბაძე მეუფე კალისტრატეს რვა ათასი ლარის მიითვისებასა და სამსახურიდან განთავისუფლებაში ადანაშაულებს. რადგანაც ქუთაისის ეპარქია ცალკე იურიდიული პირი არ არის, მოპასუხე მხარეს საპატრიარქო წარმოადგენს.
საეპარქიაში ბარაბაძის ბრალდებებს უარყოფენ და აცხადებენ, რომ მისი გათავისუფლება რადიოს „კვალი ნათელი" ლიცენზიის უქონლობის გამო მოხდა.
P.S.დღეს ჩანიშნული სხდომა მოსარჩელე მხარის მოთხოვნის შედეგად რამდენიმე დღით გადაიდო.
ავტორი: ანი ლიპარიშვილი





16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















