|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის შემოვლითი გზის ორი ახალი ზოლის მშენებლობა იწყება

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ქუთაისის შემოვლითი გზის ახალი 41,3 კილომეტრიანი ორი ზოლის მშენებლობას იწყებს. ამასთან დაკავშირებით, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა და მინისტრის მოადგილემ ირაკლი ქარსელაძემ სამშენებლო კომპანიებს აღნიშნული პროექტის სატენდერო პირობები გააცნეს.

როგორც საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე ირაკლი ქარსელაძემ განაცხადა, აღნიშნულ პროექტს სრულად დააფინანსებს სახელმწიფო და მისი ბიუჯეტი 200 მილიონ ლარს შეადგენს. მისივე ინფორმაციით, ტენდერი უახლოეს დღეებში გამოცხადდება და კომპანიებს 30-დღიანი ვადა მიეცემათ იმისათვის, რომ თავიანთი შეთავაზებები წარადგინონ.

აღნიშნული ორი ზოლის დასრულება 2020 წლის შემოდგომისთვის არის დაგეგმილი.

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ქუთაისის შემოვლითი არსებული ორზოლიანი გზა 2014 წლის ნოემბერში გაიხსნა და ამ მონაკვეთზე მომხდარი ხშირი ავტოსაგზაო შემთხვევების გამო მალევე მისი გაცალმხრივება მოხდა. ახალი პროექტის მიხედვით, ქუთაისის შემოვლითი გზის მონაკვეთზე მოძრაობა ორივე მიმართულებით გახდება ცალმხრივი.

 

ავტორი: ნიუპრესი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა