"ქუთაისის სკოლამდელ დაწესებულებებში დღეს საკვები არ შეიტანეს"
ქუთაისის საკრებულოს წევრის "ნაციონალური მოძრაობიდან" გია უკლებას განცხადებით, ქუთაისის ბაგა-ბაღებში კვების პრობლემა შეიქმნა.
„ქუთაისის სკოლამდელ დაწესებულებებში - ბაღებში, დღეს საკვები არ შეიტანეს და ბავშვები მშივრები არიან”, -განაცხადა უკლებამ.
მისივე თქმით, მას #31-ე საბავშვო ბაღიდან დაუკავშირდნენ და ამ ფაქტის შესახებ შეატყობინეს.
ა(ა)იპ ქუთაისის ბაგა-ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელის ნანა ლორთქიფანიძის თქმით, კომპანიამ საკვების შემოტანა დააგვიანა თუმცა პრობლემა არ შექმნილა.
„როგორც იცით, ჩვენ ყველაფერს ტენდერის მეშვეობით ვაგვარებთ, საკვების მომწოდებელმა დააგვიანა, თუმცა მიუხედავად ამისა, საბავშვო ბაღებს პრობლემა არ შექმნიათ და საკვები ჩვეულებრივად მიეწოდებათ“, -აღნიშნა ლორთქიფანიძემ.
შეგანხსენებთ, რომ მერიის ა(ა)იპ ბაგა-ბაღების გაერთიანებაში 37 ფილიალია.
ავტორი: ხატია ბანძელაძე





16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















