|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის სკოლებში მოსწავლეთა პროფილაქტიკური გამოკვლევა მიმდინარეობს

ქუთაისის მერიის სოციალურ საკითხთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა სამსახურმა  ქუთაისის საჯარო და კერძო სკოლებში მოსწავლეთა პროფილაქტიკური გამოკვლევა დაიწყო. ერთ-ერთ ასეთ პროცესს ქუთაისის მერი შოთა მურღულია და საკრებულოს დეპუტატი ზაზა ლომინაძე მესამე საჯარო სკოლაში დაესწრნენ.

წელს აღნიშნული პროგრამის განსახორციელებლად ქუთაისის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 38 000 ლარი გამოიყო.

პირველიდან მესამე კლასის ჩათვლით ბავშვებს ქირურგიული ორთოპედ-ტრავმატოლოგიური გამოკველევები უტარდებათ. მეოთხე და მეხუთე კლასებში ემატემა ოფთალმოლოგიური გამოკვლევა. ასევე წელს დაემატა მეშვიდე კლასელებისთვის ფარისებრი ჯირკვლის ულტრასონოგრაფიული და დოპლეროგრაფიული კვლევა. პროგრამა განხორციელდება 38 საჯარო და 8 კერძო სკოლაში.

ქუთაისის საჯარო და ჯერძო სკოლებში მოსწავლეთა პროფილაქტიკური გამოკვლევა გასულ წელს დაიწყო.

 

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი