|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის მერიას სოციალური საცხოვრისის ბინადარი დაპირების შეუსრულებლობაში ადანაშაულებს

ქუთაისის სოციალური საცხოვრისის ბინადარი მერიას დანაპირების შეუსრულებლობაში ადანაშაულებს. არინდა ნემსიწვერიძის განცხადებით, ქალაქის მერი მას პირადად დაპირდა, რომ ელექტროენერგიის საფასურს დაუფარავდნენ, ასეთივე დაპირება მიიღო მერიაში, მიუხედავად ამისა კვლავ ელექტროენერგიის გარეშე რჩება.

"გუშინ ისეთი დაიმედებული გამოგვიშვეს მერიიდან, მაგრამ უშედეგოდ, ისევ ელექტროენერგიის გარეშე ვართ, ძალიან მიჭირს სამი მცირეწლოვანი ბავშვით ვარ, არც გაზი გვაქვს და წყალსაც ნახევარი საათით ვიღებთ, ბავშვებს ვერც ვაჭმევთ, ვერც ვათბობ. წვიმა როცაა, დერეფნიდან წყალი შემოგვდის. ძლიერი ქარი რომ იყო, სახურავი დააზიანა, მერია საქმის კურსში ჩავაყენეთ, მაგრამ არც უნახავთ", -აცხადებს ირანდა ნემსიწვერიძე.  

მერიაში აცხადებენ, რომ მირანდა ნემსიწვერიძის ბრალდებები უსაფუძვლოა.

"საცხოვრისის მცხოვრებთა ელექტროენერგიით უზრუნველყოფისათვის თანხები გადარიცხულია, თუმცა ამ პიროვნებას, ირანდა ნემსიწვერიძეს აქვს ლიმიტით გადგენილ ზღვარზე მეტი ელექტროენერგია მოხმარებული, რის ანაზღაურებასაც ითხოვს. ჩვენ მას დავპირდით, რომ ჩავურთავთ ელექტროენერგიას და ასეც მოხდება, დღის ბოლომდე ჩაირთვება ელექტროენეწრგია"-განაცხადეს ქალაქის მერიაში.

 როგორც მერიაში აცხადებენ, სოციალური საცხოვრისის ბინადრებისათვის ელექტროენერგიის მოხმარების დადგენილი ლიმიტი 60-80 ლარია, ფართების შესაბამისად. წლიურად ბიუჯეტში საცხოვრისის კომუნალური ხარჯებისათვის 50 ათასი ლარია გათვალისწინებული. 

 შეგახსენებთ, პრობლემის შესახებ ირანდა ნემსიწვერიძე 2 დღის წინ "ნიუპრესს" ესაუბრა. გუშინ კი საცხოვრებლის სხვა ბინადრებთან ერთად მერიაში მივიდა, სადაც საბინაო სამსახურში დახმარებას დაპირდნენ.  საცხოვრისთან დაკავშირებით კი მერიაში ჟურნალისტებს განუცხადეს, რომ კომპანიასთან, რომელმაც საცხოვრისის სარეაბილიტაციო სამუშაოები უხარისხოდ შესასრულა, მერია სასამართლოს ძალით თანხის უკან დაბრუნებას ითხოვს, რის შემდეგაც შენობის კეთილმოწყობა მოხდება.

ავტორი: ირინა მაკარიძე

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა