|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის სპორტის სასახლეში საკალათბურთო ტურნირი მიმდინარეობს

ქუთაისის სპორტის სასახლეში სტარტი აიღო გელა დარსაძის სახელობის ტურნირმა კალათბურთში. ტურნირში მონაწილეობას ოთხი გუნდი მიიღებს: თბილისის გუნდები “ორბი“ და „ჰიუნდაი“, ქუთაისის გუნდი „ქუთაისი“, რუსთავის გუნდი „რუსთავი“. ტურნირში, გარდამავალი თასისთვის 2002 წელს დაბადებული სპორტსმენები იასპარეზებენ.

ტურნირში გამარჯვებულ გუნდებს გადაეცემათ ადგილობრივი თვითმმართველობის მიერ დაწესებული სპეციალური თასები, მედლები და დიპლომები.

გელა დარსაძე საერთაშორისო კლასის სპორტის ოსტატი, გასული საუკუნის 80-იანი წლების თბილისის დინამოს ერთერთი ლიდერი, ქუთაისის საკალთბურთო გუნდის „ქუთაისი 2010“ მწვრთნელი გახლდათ. სულიკო თორთლაძის აღზრდილი დარსაძე 1980 წლიდან იცავდა ჩვენი საკალათბურთო ფლაგმანის ღირსებას. მუდამ მოწინააღმდეგის ფარისკენ მიმართული, სწრაფი მოთამაშე გულშემატკივართა განსაკუთრებული ყურადღებითა და სიყვარულით სარგებლობდა. გელა დარსაძე ქუთაისური საკალათბურთო სკოლის ლეგენდარულ წარმომადგენელთა ზურაბ საკანდელიძის, მიხეილ ქორქიას, ნიკოლოზ დერიუგინის, ზურაბ გრძელიძის საქმის ღირსეული გამგრძელებელი და პარტნიორი გახლდათ.

           

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი