|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის "ტორპედომ" ალბანეთის "კუკეში" დაამარცხა

ქუთაისის "ტორპედომ" ევროპა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე ალბანეთის კუკეში" ანგარიშით 5:2 დაამარცხა.

შეხვედრა თბილისში მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გაიმართა. ქუთაისური კლუბიდან გოლები კუხიანიძემ, მარინიმ, ქიმაძემ და კაპანაძემ გაიტანეს.

გოლები:1:0 გიორგი კუხიანიძე 3,' 2:0 გიორგი კუხიანიძე 15,' 2:1 ჰარის ჰარბა 22,' 3:1 ლაზარ მარინი 28,' 4:1 გიორგი ქიმაძე 31,' 5:1 თორნიკე კაპანაძე 86,' 5:2 შებინო პლაკუ (პენ)88.'

მეორე შეხვედრა ალბანეთში 15 აგვისტოს გაიმართება. აღსანიშნავია, რომ სავიზო პრობლემების გამო ალბანური გუნდის რამდენიმე ფეხბურთელი საქართველოში ვერ ჩამოვიდა. სამშობლოში კი სრული შემადგენლობით ითამაშებენ. 

ავტორი: ნიუპრესი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა