|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის "ტორპედოს" ფანკლუბის წევრების აქცია გრძელდება

ქუთაისის "ტორპედოს" ფანკლუბის წევრების აქცია გრძელდება. აქციის მონაწილეების მთავარი მოთხოვნა გუნდის პრეზიდენტის ზაალ ჩაჩავას წასვლაა. მათი თქმით, მიუღებელია ზაალ ჩაჩავას განცხადება, თითქოს ფეხბურთელები თანხის გამო არ წასულან.

"ზაალ ჩაჩავა აცხადებს, რომ ფეხბურთელები თანხის გამო არ წასულან. მისი თქმით, მათ სთავაზობდა ფულს და უარი თქვეს. ეს ტყუილია, ჩვენ ვიცით, რომ ფეხბურთელები ნახევარ ხელფასზეც თანახმა იყვნენ. ამიტომ მოვითხოვთ დატოვოს "ტორპედო" -აცხადებენ აქციის მონაწილეები.

მათი თქმით, აინტერესებთ ეკონომიკის სამინისტროს პასუხი,  რეალურად არის თუ არა მოლაპარაკებები ჩინელ ინვესტორებთან.

შეგახსენებთ, "ტორპედოში" არსებული პრობლემების გამო გუნდი შვიდმა ფეხბურთელმა დატოვა. 

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა