|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"ღვინო, როგორც ტურისტული პროდუქტი" - ქუთაისში ტუროპერატორებს ღვინის ისტორიას აცნობენ

ქუთაისის მერიის ააიპი ტურიზმის საინფორმაციო ცენტრში ტრენინგი  "ღვინო, როგორც ტურისტული პროდუქტი" იმართება.

ტურიზმის საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენლის მარი დევიძის განცხადებით, სწავლებას ადგილობრივი ტურისტული კომპანიების წარმომადგენლების, გიდებისა  და ღვინის სარდაფების თანამშრომლები ესწრებიან.  მისი თქმით, 
ტრენინგის მიზანია მათი კვალიფიკაციის ამაღლება ტურიზმისათვის ისეთ მნივნელოვან სფეროში, რაც ღვინოს უკავშირდება. 

"წელს დავიწყეთ სატრენინგო კამპანია, რომელიც საპილოტე რეჟიმში მიმდინარეობს, უკვე მეორე ტრენინგი იმართება ტურიზმის ცენტრის ორგანიზებით და დაფინანსებით. სახელმწიფო თავის თავზე იღებს ტუროპერატორების და გიდების კვალიფიკაციის ამაღლებას. ჩამოგვყავს საკმაოდ სერიოზული ტრენერები", - განაცხადა მარი დევიძემ.

 მისი თქმით, ტურიზმის ცენტრი ჯერჯერობით რეგიონალური დატვირთვის არ გამხდარა და მონაწილეები ქუთაისის მასშტაბით შეირჩნენ.

სწავლებას ღვინის საერთაშორისო ექსპერტი, საქართველოს სადეგუსტაციო კომისიის ექსპერტ დეგუსტატორი ქეთი ჯურხაძე უძღვება. სწავლების თემა ქართული მეღვინეობის ისტორია, გეოგრაფიული მდებარეობის, ღვინის დამზადების ზოგადი ტექნოლოგია და ყურძნის ძირითადი ჯიშებია.

ავტორი: ირინა მაკარიძე

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა