ქუთაისის თვითმმართველობამ სახელფასო დანამატის სახით 145 800 ლარი გასცა
ქუთაისის თვითმმართველობამ ოთხ თვეში სახელფასო დანამატის სახით 145 800 ლარი გასცა. აქედან, ქუთაისის მერიაში ოთხი თვის განმავლობაში დანამატებზე საბიუჯეტო თანხებიდან 90 767 ლარი დაიხარჯა.
"ნიუპრესის" მიერ გამოთხოვილი საჯარი ინფორმაციის თანახმად, მერიაში 63 449 ლარი ხელშეკრულებით აყვანილ თანამშრომლებზე გაიცა, ხოლო 14 228 ლარი შტატგარეშეებზე. 13 090 ლარი 5 სამსახურის უფროსებზე გადანაწილდა.
ქუთაისის საკრებულოში მიმდინარე წელს დანამატის სახით 13 470 ლარი უკვე გაიცა.
მერიაში განმარტავენ, რომ წელს საჯარო სექტორში დასაქმებულ პირებზე პრემიის გაცემა გათვალისწინებული არ არის, ამიტომ მათ სახელფასო დანამატი ერიცხებათ. დანამატს იღებენ ააიპებშიც.
ააიპ „ქუთგანათების სერვისმა“ მხოლოდ ერთ თანამშრომელზე გასცა 300 ლარი.
„მადლიერების სახლში“ დანამატი მხოლოდ დირექტორზე გაიცა, თამთა ბაკურაძემ 1 300 ლარი აიღო.
ააიპ „სპეციალურ სერვისებში“ - 16 313 ლარი გაიცა.
სპორტულ ააიპში - 3 625 ლარი.
ააიპ „სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლში 7000 ლარი გამოიყო.
პრემია გასცა მხოლოდ ხელბურთის კლუბმა „ქუთაისი 2015“ გასცა 13 025 ლარის ოდენობით.
სხვა ააიპებში სახელფასო დანამატი არ გაცემულა.
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი




16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















