ქუთაისში ტურისტების რაოდენობა 48%-ით გაიზარდა
                                                                                                                                                                                             
                
2017 წლის 10 თვის მონაცემებით, ქუთაისში ტურისტების რაოდენობა გასულ წელთან შედარებით 48% ით გაიზარდა,- ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო "ნიუპრესს" ქუთაისის ტურისტულ ცენტრში განუცხადეს. ცენტრის ინფორმაციით, 2017 წლის ოქტომბრის ჩათვლით ქუთაისს 10 644 ვიზიტორი სტუმრობდა.
ცენტრის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ინფორმაციით, ტურისტულ ცენტრს რამდენიმე სიახლე აქვს.
ერთ-ერთი სიახლე ტურისტული ცენტრის ვებგვერდი იქნება. „ტურისტული ცენტრის ვებგვერდის შექმნა მალე დასრულდება, ასევე გვაქვს სამომავლო გეგმები, რომლებსაც ჯერჯერობით სიუპრიზად დავტოვებთ“, -აცხადებს მარი დევიძე.
მისივე თქმით, ტურისტული ცენტრის მისაღების უკეთესად მოწყობაც იგეგმება. 
 „იმისთვის, რომ ტურისტებმა თავი უკეთ იგრძნონ და მომსახურებაც უფრო კომფორტული გახდეს, პირველი სართულის მოწყობა იგეგმება, რაზეც დიზაინერები უკვე მუშაობენ.“
ტურისტული ცენტრის წარმომადგენლები 2017 წლის მანძილზე მივლინებით სამ ქვეყანას ყაზახეთს, რუსეთსა და იაპონიას სტუმრობდნენ, სადაც ქუთაისის ტურისტული პოტენციალის შესახებ ინფორმაცია, ასევე ლოგო, სლოგანი, საინფორმაციო ბუკლეტები და რუკები წარადგინეს. 
 „ტურისტების მოსაზიდად და ქალაქის პოპულარიზაციის მიზნით, საერთაშორიოს ტურისტულ გამოფენებზე უკეთესი არაფერია. ჩვენ სამ ქვეყანაში წარვადგინეთ ჩვენი ქალაქი, რაც სამომავლო ხელს მის პოპულარიზაციას შეუწყობს“, -აღნიშნა დევიძემ.
გასული წლისა და წლევანდელი სტატისტიკა კი ასე გამოიყურება: 
 2016 წელი
იანვარი        202 ვიზიტორი 
 თებერვალი   190 ვიზიტორი 
 მარტი          269 ვიზიტორი
 აპრილი        475 ვიზიტორი 
 მაისი           641 ვიზიტორი 
 ივნისი         734 ვიზიტორი 
 ივლისი      1241 ვიზიტორი 
 აგვისტო     1512 ვიზიტორი 
 სექტემბერი 1199 ვიზიტორი 
2017 წელი
იანვარი        234 ვიზიტორი 
 თებერვალი   214 ვიზიტორი 
 მარტი          399 ვიზიტორი
 აპრილი        820 ვიზიტორი 
 მაისი           964 ვიზიტორი 
 ივნისი        1084 ვიზიტორი 
 ივლისი       1861 ვიზიტორი 
 აგვისტო      2254 ვიზიტორი 
 სექტემბერი  1673 ვიზიტორი
ოქტომბერი 1141 ვიზიტორი
ამ თემაზე: ქუთაისის ტურისტული ცენტრის მომსახურებით 3 715-მა ტურისტმა ისარგებლა
ავტორი: ხატია ბანძელაძე
 EUR 1 =
 EUR 1 =  GEL 3.649
 GEL 3.649 USD 1 =
 USD 1 = 




 10:58
10:58.jpg) 23:12
23:12 12:36
12:36 15:31
15:31 16:05
16:05
















