ქუთაისის მიმდებარე სოფლებს გაზმომარაგება შეუწყდება
მიმდინარე წლის 18 აპრილის დილის 10:00 საათიდან 22 აპრილის საღამოს 18:00 საათამდე ქუთაისის მიმდებარედ, თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფლებს: კერძოდ, გოდოგანის, ჭოგნარის და ოდილაურის მოსახლეობას გაზმომარაგება შეუწყდება.
აბონენტებისთვის გაზმომარაგების შეწყვეტის მიზეზი, საშუალო წნევის გაზსადენზე დაგეგმილი სარემონტო-საექსპლუატაციო სამუშაოებია. აბონენტებს ბუნებრივი გაზის მიწოდება სამუშაოების დასრულებისთანავე, ეტაპობრივად აღუდგებათ.
კომპანია „სოკარჯორჯიაგაზი" ბოდიშს იხდის დისკომფორტისთვის და აბონენტებს მოუწოდებს, დაკეტილ მდგომარეობაში იქონიონ ბინებში არსებული გაზის ონკანები და უყურადღებოდ არ დატოვონ გაზის დანადგარები.
დამატებითი ინფორმაციისთვის დარეკეთ „სოკარჯორჯიაგაზის" ცხელხაზზე: 16 114ან ეწვიეთ ვებ-პორტალს www.mygas.ge.
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი