"ქუთაისმა არჩევნების გზით მმართველ პარტიას ბევრი რამისკენ მიგვითითა"
საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს ქუთაისიის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ირაკლი შენგელია აფასებს. მისი თქმით, შედეგი, რომელიც ქუთაისში არის, რამოდენიმე შედეგით არის განპირობებული, რასაც პარტიაში შეჯამება ჭირდება.
"ცესკოს ბოლო მონაცემებით, ჩვენს მიერ მხარდაჭერილი კანდიდატი, სალომე ზურაბიშვილი ლიდერობს. მმართველ პარტიას ნამდვილად ჰყავს ბევრი მხარდამჭერი, იმაზე მეტი, ვიდრე არჩევნებზე დაფიქსირდა. რაც შეეხება შედეგს, რომელიც ქუთაისში დადგა, ეს რამდენიმე ფაქტორით შეიძლება იყოს განპირობებული. ამას კი პარტიის მხრიდან დეტალური ანალიზი სჭირდება. ფაქტი არის ის, რომ ქუთაისმა არჩევნების გზით ჩვენ, მმართველ პარტიას, მიგვითითა ბევრი რამისკენ. ეს განწყობა და მესიჯი, რომელიც არჩევნებმა დაგვანახა, არის ის, რომ ხალხის ხმა ყოველთვის გადამწყვეტი იქნება.
მადლობა ყველა იმ მოქალაქეს, რომელმაც სამოქალაქო პასუხისმგებლობა გამოიჩინა და არჩევნებზე მოვიდა. მადლობა ჩვენს ამომრჩეველს - თქვენს მხარდაჭერას ყოველთვის ვგრძნობთ. წინ მეორე ტური გველოდება. დარწმუნებული ვარ, ისევე მშვიდ და წყნარ ვითარებაში ჩაივლის, როგორც ახლა ჩაიარა. მჯერა, ჩვენ კიდევ ერთხელ გავზომავთ ჩვენს დემოკრატიას არჩევნების გზით", -განაცხადა ირაკლი შენგელიამ.
ავტორი: ნიუპრესი
უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?
კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა




16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















