|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისელმა კალათბურთელებმა თბილისის ”დინამო” დაამარცხეს

სუპერლიგის 21-ე ტურის მატჩში „ქუთაისი 2010“-მა გათამაშების ლიდერს, თბილისის „დინამოს“ უმასპინძლა.  შეხვედრის პირველი ნახევარი ქუთაისელთა საგრძნობი უპირატესობით მიმდინარეობდა, თუმცა,  დინამოელებმა დიდი მონდომებით იბრძოლეს და ჯერ გაათანაბრეს ანგარიში, ხოლო შემდეგ წინ გასვლაც შეძლეს.
გადამწყვეტი მეოთხედისათვის სტუმრები 4 ქულით იგებდნენ. ამის შემდეგ მათ კიდევ უფრო გაზარდეს სხვაობა. მასპინძლები მეტოქეს 8 ქულით - 63:71 ჩამორჩნენ.
ბოლო წუთებში ქუთაისელებმა თანდათან შეამცირეს ჩამორჩენა. საფინალო სასტვენამდე 39 წამით ადრე „ქუთაისი 2010“ უკვე წინ გავიდა 78:77.   საბოლოოდ, მასპინძლებმა 4-ქულიანი სხვაობით მოიგეს.
მიმდინარე გათამაშებაში ქუთაისელებმა, მესამედ სძლიეს „დინამოს“.
”ქუთაისი 2010”  სატურნირო ცხრილში დაწინაურდა.
 

ავტორი: ანი ლიპარიშვილი