ქუთაისმა მეორე ქალაქის სტატუსი დაკარგა
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 2014 წელს ქუთაისის მოსახლეობა 2013 წელთან შედარებით 48 000-ით შემცირდა, რაც ნიშნავს იმას, რომ ქუთაისმა დაკარგა სიდიდით მეორე ქალაქის სტატუსი და ის დაიკავა ბათუმმა 153 000 მცხოვრებით. ამავე მონაცემების გათვალისწინებით, 1-2 წელიწადში მოსალოდნელია, რომ მოსახლეობის მხრივ ქუთაისი მეოთხე ქალაქი გახდეს და მას რუსთავმა გადაუსწროს.
საქსტატის მონაცემებს არასამთავრობო ორგანიზაცია „დემოკრატრიის და სამოქალაქო ინიციატივების ცენტრის“ ხელმძღვანელი გიგა შუშანია ეხმიანება.
შუშანიას განცხადებით, ეს ცენტრალური ხელისუფლების მიზანმიმართული კამპანიის შედეგია. „ცენტრალური ხელისუფლება მიზანმიმართულად ცდილობს ქუთაისის სტატუსის შეცვლას. რაც გამოიხატება პარლამენტის თბილისში გადატანის მცდელობით, ამ ნიჰილისტურმა დამოკიდებულებამ დაუკარგა ქუთაიის ინვესტორები და ახლა კი მოსახლეობის შემცირება ხდება, რადგან არ არის არანაირი დასაქმების ადგილი და მოსახლეობის გადინება ხდება. ყველა პროექტი, რითაც მთავრობა თავს იწონებს, წინა მთავრობის პირობებში დაიგეგმა და ახლა არაფერი ხდება“,-განაცხადა შუშანიამ.
„დემოკრატრიის და სამოქალაქო ინიციატივების ცენტრის“ ხელმძღვანელი გამოსავალ ქუთაისის ფუნქციის დაბრუნებაში ხედავს. მის განცხადებით, ქალაქის განვითარების გეგმა შედეგს ვერ მოიტანს და მთავარია ქუთაისმა ფუნქცია არ დაკარგოს.
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი





16:29
18:25
15:07
12:11
















