ქუთაისის მერია ისტორიულ შენობას 1 900 000 ლარად ყიდის
ქუთაისის მერიამ საპრივატიზაციო ობიექტები გასაყიდად განმეორებით გაიტანა.
ამ დროისთვის მერიას გასაყიდად 11 ობიექტი აქვს გატანილი, რომელთა საერთო ღირებულებაც 3 873 300 ლარია. ყველა ობიექტი შენობა-ნაგებობას წარმოადგენს. მათგან ყველაზე ძვირადღირებულად ისტორიული შენობა (ე.წ. კოლიზეუმია), რომლის ღირებულებას 1 900 000 ლარს შეადგენს. ობიექტი სტრატეგიულ ადგილზე მდებარეობის მიუხედავად, პირველ ჯერზე არ გაიყიდა.
შენობა-ნაგებობებთან ერთად მერია ქალაქის ცენტრში მდებარე ორ მანსარდს ყიდის.
მიმდინარე წელს ბიუჯეტში პრივატიზებიდან 3 500 000 ლარი უნდა შევიდეს. 9 თვის მონაცემებით, ბიუჯეტში მხოლოდ 1, 500 000 ლარი შევიდა.
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი





16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















