ქუთაისს სამი მაჟორიტარი დეპუტატი ეყოლება
მთავრობის გადაწყვეტილებით, მეცხრე მოწვევის პარლამენტში თბილისს 19 მაჟორიტარი დეპუტატი ეყოლება. რაც შეეხება ქუთაისს, საკანონმდებლო ორგანოში მას სამი მაჟორიტარი დეპუტატი წარმოადგენს. სამი დეპუტატი ეყოლება ასევე ბათუმს. სხვა შედარებით დიდ ქალაქებს კი 2–2 მაჟორიტარი.
უკვე მომზადებულია მაჟორიტარული ოლქების სავარაუდო ვარიანტები.
ის რაც ხელისუფლებისთვის მისაღებია, მიუღებელი აღმოჩნდა, როგორც საპარლამენტო, ასევე არასაპარლამენტო ოპოზიციისათვის. ისინი კანონში ცვლილების ამოქმდებას და პროპორციულ სისტემაზე გადასვლას 2016 წლიდან ითხოვენ. მათი განცხადებით, ხელისუფლებას არ აქვს უფლება, თუნდაც ერთი საარჩევნო წელი მოიპაროს.
სარჩევნო პროცესების ნდობისა და სტაბილური საარჩევნო გარემოს შესაქმნელად ოპოზიცია და არასამთავრობო ორგანიზაციები პარლამენტში ინტერპარტიული ჯგუფის შექმნას ითხოვენ. საკითხის ინიცირებას "თავისუფალ დემოკრატებს" სთხოვენ.
საპარლამენტო უმრავლესობისათვის დიალოგი მისაღებია, თუმცა დეპუტატები ინტერპარტიული ჯგუფის შექმნის მიზეზს ვერ ხედავენ.
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი





16:29
18:25
15:07
12:11
















