"ქუთაისს ვთავაზობთ გამოცდილ კადრს"-დავით უსუფაშვილი
"შენების მოძრაობის" ლიდერმა დავით უსუფაშვილმა ქუთაისში მერობის, მაჟორიტარობის კანდიდატები და პარტიული სია წარადგინა.
პარტიული პრეზენტაცია ქუთაისში "თეთრ ხიდზე" გაიმართა, სადაც უსუფაშვილმა მოძრაობის პროგრამასა და გეგმებზე ისაუბრა. მისი თქმით, ქუთაისს ალუდა გოგლიჩიძის სახით გამოცდილ კადრს სთავაზობს.
"ქუთაისს ვთავაზობთ გამოცდილ კადრს, რომელიც არის კვალიფიციური და შესაფერისი კადრი ისტორიული ქალაქისთვის. ჩვენ ახლა ვიწყებთ პოლიტიკაში აქტიურად ჩართვას და იმედი გვაქვს დიდი მხარდაჭერის", -განაცხადა დავით უსუფაშვილმა.
მოძრაობის სახელით ქუთაისის მერობისთვის ალუდა გოგლიჩიძე იბრძოლებს. მისი განცხადებით, ქალაქში არსებული პრობლემების გადაჭრის გზები შემუშავებული აქვთ, რომელსაც მისი გამარჯვების შემთხვევაში განახორციელებს.
მაჟორიტარის მანდატის მოპოვებას სამი ქალი კანდიდატი შეეცდება. "შენების მოძრაობის" პარტიულ სიაში 75% ქალია.
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი
უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?
კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა





16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















