ქუთაისს უცხოელი სტუმრები და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები სტუმრობენ
”ქუთაისქალაქობის” აღნიშვნის ფარგლებში, დღესასწაულში მონაწილე სტუმრების ოფიციალური მიღება გაიმართა.
ქუთაისის ფოლკლორის სასახლეში უცხოელ სტუმრებს და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს ქუთაისის მერმა დავით ერემეიშვილმა უმასპინძლა.
ქუთაისის მერიის ინფორმაციით, ქალაქის დღესასწაულზე დელეგაციები ჩამოვიდნენ ქუთაისთან დამეგობრებული და პარტნიორი ქალაქებიდან : გაბროვო (ბულგარეთი), ნიკეა(საბერძნეთი), ნიუპორტი (დიდი ბრიტანეთი), სომბათჰეი (უნგრეთი), ხარკოვი და სუმი (უკრაინა), შიმკენთი ( ყაზახეთი), უნგენი (მოლდოვა), კრაკოვი და ტორუნი (პოლონეთი), კარშიაკა, ბურსა და მურათფაშა (თურქეთი), ისრაელიდან.
დავით ერემეიშვილმა, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, უცხოელ მეგობრებს ქუთაისში სტუმრობისათვის მადლობა გადაუხადა და სამახსოვრო საჩუქრები გადასცა.
ავტორი:
ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?
გაუმჯობესდა - 34.59%
გაუარესდა - 53.38%
არ შეცვლილა - 12.03%
სულ - 133 ხმა



15:23
16:17
12:09
11:59
















