|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისს წყლის მიწოდება ერთი დღით შეეზღუდა

ქუთაისს დღეს წყალი არ მიეწოდება. როგორც "ნიუპრესს"  „გაერთიანებული წყალმომარაგების ქუთაისის სერვის ცენტრში“ განუმარტეს, რომ  გათიშვა გეგმიური იყო.

დირექტორის მოადგილემ ტექნიკურ საკითხებში გიორგი გიორგობიანის თქმით,  გათიშვა  ყოველ თვეში ერთხელ დაგეგმილი სამუშაოების გამო ხდება.

კითხვაზე,  რატომ არ მოხდა მოსახლეობის ინფორმირება, განმარტა, რომ  ინფორმაცია ადგილობრივი  ტელევიზიის "რიონი" მეშვეობით გავრცელდა.  რაც შეეხება სხვა მედიასაშუალებების ინფორმირებას,  სერვის ცენტრში განხორციელებული საკადრო ცვლილებების გამო ადგილობრივ მედიასაშუალებებთან კომუნიკაცია ჯერ არ დაუმყარებიათ.

გიორგობიანის განცხადებით, ქუთაისს წყლის მიწოდება ხვალიდან აღუდგება.

 

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა