ქუთაისს რამდენიმე დღით ელექტროენერგია შეეზღუდება
მიმდინარე წლის 13-17 თებერვალს სს ენერგო-პრო ჯორჯიას დასავლეთ საქართველოს ცენტრალური ფილიალის გამანაწილებელ ქსელში დაგეგმილი სამუშაოების გამო ელექტროენერგიის მიეწოდება დროებით შეეზღუდება მომხმარებელთა ნაწილს. ელექტრონერგიის მიწოდება შეიზღუდება ქუთაისში.
- 13 თებერვალს 16:00-18:00 საათამდე - ფიდერი „თიბისი ბანკი“, 1 აბონენტი.
- 14 თებერვალს 11:00-14:00 საათამდე - ფიდერი „N24“, დაახლოებით 2300 აბონენტი აღმაშენებლის, გრიშაშვილის, ჩეჩელაშვილის, გალაქტიონ ტაბიძის, დუმბაძის, ნინოშვილის, რუსთაველის (ნაწილ.) და მიმდებარე ქუჩებზე.
- 16 თებერვალს 11:00-14:00 საათამდე - ფიდერი N12“, დაახლოებით 500 აბონენტი ფალიაშვილის, ცისფერყანწელთა, წმ. ნინოს, ლერმონტოვის, ბროსეს ქ.
- 17 თებერვალს 11:00-14:00 საათამდე - ფიდერი „15“, დაახლოებით 250 აბონენტი თამარ მეფის ქ.
ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება სამტრედიის, ზესტაფონისა და ტყიბულისა და ხარაგაულის მუნიციპალიტეტებს.
სამტრედია. პროფილაქტიკის მიზნით ქვესადგურში “სამტრედია 1“ გამოირთვება ფიდერები:
- 13 თებერვალს 11:00-14:00 სთ. - ფიდერი №3, დაახლოებით 1000 აბონენტი ქ. სამტრედიაში ახალგაზრდობის, ბარათაშვილის, ერისთავის, კოსტავას, მეგობრობის, ნიკურაძის და მიმდებარე ქუჩებზე.
- 14 თებერვალს 11:00-14:00 სთ. - ფიდერი №4, დაახლოებით 700 აბონენტი ქ. სამტრედიაში გამსახურდიას, კლდიაშვილის, მარჯანიშვილის, ყაზბეგის, წერეთლის, ჭავჭავაძის და მიმდებარე ქუჩებზე.
- 15 თებერვალს 11:00-14:00 სთ. - ფიდერი №1, დაახლოებით 820 აბონენტი ქ. სამტრედიაში თამარ მეფის, რუსთაველის, სააკაძის, ჭავჭავაძის და მიმდებარე ქუჩებზე.
- 16 თებერვალს 11:00-14:00 სთ. - ფიდერი №6, დაახლოებით 1300 აბონენტი ქ. სამტრედიაში აღმაშენებლის, ბაუსკას, გალაქტიონის, ვაჟა-ფშაველას, კაკაბაძის, ლაღიძის, მშვიდობის, ორბელიანის და მიმდებარე ქუჩებზე.
- 16 თებერვალს 14:00-17:00 სთ. - ფიდერი №7, დაახლოებით 600 აბონენტი ქ. სამტრედიაში რესპუბლიკის, დიდგორის, თავისუფლების, კრავეიშვილის და მიმდებარე ქუჩებზე.
ზესტაფონი. 15 თებერვალს 12:00-14:00 სთ-მდე ქ/ს „ძირულა წევაში“ დაგეგმილია 10 კვ ფიდერი „საღვინეს“ გამორთვა ზ/ამომრთველების პროფილაქტიკის მიზნით, რის გამოც ელენერგია დროებით შეეზღუდება დაახლოებით 740 აბონენტს ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფლებში საღვინე, მარტოთუბანი, წიფლავაკე, ზედა საქარის ნაწილი.
15 თებერვალს 10:00-18:00 სთ-მდე საქართველოს სახელმწიფო ენერგოსისტემის მოთხოვნით დაგეგმილია 220 კვ გადამცემი ხაზის „აჯამეთი 2“-ის შეკეთებაში ჩაყენება რეაბილიტაციის მიზნით, რის გამოც უსაფრთხოების ნორმების მოთხოვნით საჭირო იქნება ქ/ს „ზესტაფონი 500“-დან გამომავალი 10 კვ-ის ფიდერების „არგვეთას“, „ავტოგაზის“, „№5 პურის ქარხნის“ გამორთვა. ელექტროენერგიის მიწოდება შეუზყდებათ აბონენტებს სოფელ არგვეთასა და პირველი სვირში.
ტყიბული. პროფილაქტიკური სამუშაოების ჩატარების მიზნით ქვესადგურში „ტყიბული-1“ გამოირთვება აღნიშნული ქვესადგურიდან გამომავალი ფიდერები:
- 14 თებერვალს 11:00-14:00 სთ. - ფიდერი "ორჯონიკიძე", 21 აბონენტი ქ. ტყიბულში.
- 15 თებერვალს 11:00-14:00 სთ. - ფიდერი "ტელევიზია", დაახლოებით 40 აბონენტი ქ. ტყიბულში რაჭის, რობაქიძის, სოლომონ მეორეს ქ.
- 16 თებერვალს 11:00-14:00 სთ. - ფიდერი "ლენინი 1", დაახლოებით 650 აბონენტი ქ. ტყიბულში მეშახტის, რაჭის, რუსთაველის, სააკაძის, ქუთაისის, ჯავახიშვილის და მიმდებარე ქუჩებზე.
ხარაგაული. 14 თებერვალს 10:00-16:00 სთ.-მდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება ქ/ს „მოლითი წევას“ დაახლოებით 1800 მომხმარებელს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფლებში მოლითი, ვახანი, სერბაისი, ზვარე, ნუნისი და მიმდებარე სოფლებში.
ავტორი: ნიუპრესი





16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















