|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისსა და იმერეთის მუნიციტალიტეტებს რამდენიმე დღით გაზმომარაგება შეუწყდება

გაზსადენზე დაგეგმილი სარემონტო-საექსპლუატაციო სამუშაოების გამო, მიმდინარე წლის 13 დეკემბრის 10:00 საათიდან 14 დეკემბრის 18:00 საათამდე ქუთაისის რამოდენიმე ქუჩას გაზმომარაგება შეუწყდება. კერძოდ: ავტომშენებლის 1 შესახვევს; ავტომშენებლის NN7,9,11,13,15; მუსხელიშვილის NN1ა,2, 3, 5; ლეჟავას NN4,5,5ა,6 ქუჩის მოსახლეობას.

აბონენტებს ბუნებრივი გაზის მიწოდება სამუშაოების დასრულებისთანავე ეტაპობრივად აღუდგებათ.

10 დეკემბრის, 23:00 საათიდან ბუნებრივი გაზის მიწოდება შეუწყდა ქუთაისში რამდენიმე ქუჩას, კერძოდ: კლდიაშვილისა და ტყიბულის ქუჩის აბონენტებს გაზი არ მიეწოდება. გაზის მიწოდება 11 დეკემბერს აღდგება.

საექსპლუატაციო სამუშაოების გამო, მიმდინარე წლის 12 დეკემბრის 11:00 საათიდან 12 დეკემბრის 15:00 საათამდე ჭიათურის მუნიციპალიტეტში გიორგაძის ქუჩას გაზმომარაგება შეუწყდება.

9 დეკემბრის 09:00 საათიდან შეუწყდა გაზმომრაგება ტყიბულის მუნიციპალიტეტში ახობაძის ქუჩას.

გაზის მიწოდება 12 დეკემბრის 18:00 საათზე აღდგება.

კომპანია "სოკარ ჯორჯია გაზი" ბოდიშს გიხდით დისკომფორტისთვის და აბონენტებს მოუწოდებს, დაკეტილ მდგომარეობაში იქონიონ ბინებში,

არსებული გაზის ონკანები და უყურადღებოდ არ დატოვონ გაზის დანადგარები.

დამატებითი ინფორმაციისთვის დარეკეთ „სოკარ ჯორჯია გაზი"-ს ცხელ ხაზზე: 16 114

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა