ქუთაისსა და მიმდებარე სოფლებს ერთი დღით წყალმომარაგება შეუწყდება
ქუთაისის სერვის ცენტრის ინფორმაციით, 2017 წლის 13 დეკემბერს, 02:00 საათიდან 20:00 საათამდე წყალმომარაგება შეუწყდება ქუთაისის შემდეგ ტერიტორიულ ერთეულებს და მიმდებარე სოფლებს:
- საფიჩხია
- უქიმერიონი
- ქალაქ მუზეუმი
- ძელქვიანი
- თაბუკაშვილის დასახლება
- სულხან-საბას დასახლება
- ნიკეას ქუჩა
- გამარჯვება
- კახიანოური
- ავტოქარხნის მარჯვენა და მარცხენა დასახლება
- სოფელი ფარცხანაყანევი
- სოფელი ქვიტირი
- კოპიტნარის ყოფილი სამხედრო დასახლება
- სოფელი ბანოჯა
- ბროწეულას დასახლება
- სოფელი მესხეთი
- სოფელი ოფშკვითი
- სოფელი უკანეთი
წყალმომარაგების შეწყვეტის მიზეზად მაგისტრალურ და გამანაწილებელ ქსელზე დაგეგმილი სარემონტო და გადართვითი სამუშაოები სახელდება.
ავტორი: ნიუპრესი
ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?
გაუმჯობესდა - 35.11%
გაუარესდა - 53.44%
არ შეცვლილა - 11.45%
სულ - 131 ხმა


15:17
15:16
14:26
17:59
















