|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისსა და ტარტუს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

ქალაქ ქუთაისის და ქალაქ ტარტუს მერებმა - შოთა მურღულიამ და ურმას კლაასმა 2017 წლის 31 მაისს ქალაქ ტარტუში ხელი მოაწერეს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს, რომლის მიზანია ორი ქალაქის დაძმობილება და ურთიერთობების გაღრმავება სხვადასხვა მიმართულებით, - ინფორმაციას აღნიშნულის შესახებ ქუთაისის მერიის პრესსამსასახური ავრცელებს.

ქუთაისის მერმა შოთა მურღულიამ, მონაწილეობა მიიღო „ტალინის ელექტრონული მმართველობის“ კონფერენციაში. კონფერენციაში, ისევე, როგორც ქალაქ ტარტუში გამართულ ვიზიტში მონაწილეობას იღებდა ესტონეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი თეა ახვლედიანი.

ქუთაისის მერის დელეგაციის შემადგენლობაში შედიოდნენ ქუთაისის საკრებულოს წევრი და „კლინიკა-ლჯ“-ის დამფუძნებელი ზაზა ლომინაძე, მერიის საგარეო ურთიერთობების და საერთაშორისო პროექტების განყოფილების უფროსი დავით მეგრელიშვილი, მერიის ადმინისტრაციული სამსახურის საინფორმაციო ტექნოლოგიური განყოფილების უფროსი შოთა აბჟანდაძე და ამავე განყოფილების მთავარი სპეციალისტი გივი ტყეშელაშვილი.

ტარტუში ვიზიტისას, გაიმართა ქუთაისის მერის შეხვედრა მის ადგილობრივ კოლეგასთან; დელეგაციის წევრებმა მოინახულეს ტარტუში განთავსებული შესაბამისი პროფილის ორგანიზაციები და თემატური ღირშესანიშნაობები.

შეხვედრებზე განხილულ იქნა ორივე მხარისათვის აქტუალური საკითხები, მათ შორის საინფორმაციო და კომუნიკაციების ტექნოლოგიების, სამედიცინო, განათლებისა და კულტურის, ტურიზმისა და ბიზნეს სექტორებში თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობები.

ავტორი: ნიუპრესი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა