ქუთაისში 1 - 2 ნოემბერს საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია გაიმართება
ქუთაისში, 1 - 2 ნოემბერს აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია ,,ჰუმანიტარული მეცნიერებები გლობალიზაციის ეპოქაში“ გაიმართება.
კონფერენციაში მონაწილეობს 250 - ზე მეტი მომხსენებელი მსოფლიოს მრავალი ქვეყნიდან: საქართველო, აშშ, გერმანია, ავსტრია, პორტუგალია, საფრანგეთი, პოლონეთი, სლოვაკეთი, ინდოეთი, მაკედონია, ირანი, ტაივანი, ლიეტუვა, ნიგერია, უკრაინა, აზერბაიჯანი და სომხეთი.
მონაწილეებს, დამსწრე საზოგადოებას და მოწვეულ სტუმრებს მისასალმებელი სიტყვებით მიმართავს ქალაქის გიორგი ჭიღვარია და აწსუს რექტორი როლანდ კოპალიანი, ასევე ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატი გენადი მარგველაშვილი და სხვა საპატიო სტუმრები პარტნიორი უნივერსიტეტებიდან.
დისკუსიას „ქალაქების გამოწვევები და შესაძლებლობები გლობალურ სამყაროში“ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ნინო თვალთვაძე წარუძღვება.
კონფერენციაზე მრავალფეროვან ტრადიციულ ჰუმანიტარულ მიმართულებებთან ერთად იმუშავებს ჰუმანიტარული ეკოლოგიის, გარემოს დაცვისა და პოსტჰუმანიზმის მიმართულება; პანელური დისკუსიები - ჰუმანიტარული მეცნიერებები და რელატივიზმი (ევგენ ზელენაკი, პავოლ ლაბუდა, მილოშ ტალიგა, სლოვაკეთი); ცხოვრება ანთროპოცენის ეპოქაში: რეაქციები ფილოსოფიაში ბიოლოგიასა და ლიტერატურაში (ჯეიმზ კოსტა, დეივიდ ჰენდერსონი, ბრაიან რეილსბეკი, აშშ); ჩატარდება პოლონურ-ქართული ინტერდისციპლინარული კვლევის უახლესი შედეგების გამოფენა-პრეზენტაცია: ძველი ქუთაისის არქეოლოგიური გათხრების შედეგები, პალეობოტანიკური ანალიზი და კვლევის მეთოდოლოგია.
ავტორი: ნიუპრესი




16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















