|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში 1 ლარად გადაცემულ 100 ჰექტარ ფართობზე ელექტრომობილების ქარხნის მშენებლობა იწყება

ქუთაისში ელექტრომობილების ქარხნის მშენებლობა სტარტს იღებს-ინფორმაციას და ქარხნის მაკეტის ფოტოებს კომპანია "აიგრუპი" ავრცელებს.
100 ჰექტარ ფართობზე განთავსდება, როგორც ელექტრომობილების ქარხანა, ასევე სხვა მაღალტექნოლოგიური პროდუქციის საწარმოები.
არსებული ინფორმაციით, ინდუსტრიული კომპლექსი დასრულებულ სახეს სამ წელიწადში მიიღებს და რეგიონის უმნიშვნელოვანეს ეკონომიკურ ჰაბად გადაიქცევა..

ელექტრომობილების საწარმო ქუთაისში ავტომშენებლის ქუჩის #41, ყოფილი ავტოქარხნის აეროპორტის ტერიტორიაზე შენდება, 1 001 522 კვ.მ.  მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობები  "ბიგსერვისს"  საკუთრებაში ერთ ლარად გადაეცა.  ექსპერტიზის ბიუროს დასკვნით,  აღნიშნული მიწის საბაზრო ღირებულება   68 233 693 ლარს შეადგენს.

 შეგახსენებთ, ქუთაისში დამზადებული პირველი ელექტრომობილი 2020 წელს უნდა გამოჩნდეს.

ავტორი: ნიუპრესი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა