|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში 100 წელს გადაცილებულ ქალბატონებს 8 მარტი მიულოცეს

ქუთაისის მერმა 100 წელს გადაცილებულ ქალბატონებს 8 მარტი მიულოცა ქუთაისის მერმა შოთა მურღულიამ 101 წლის ქალბატონებს ქეთევან ჟორჟოლიანს და ნადეჟდა კოპალიანს 8 მარტი მიულოცა. ქალბატონებს ქალაქის მერი ოჯახებში საჩუქრებით ეწვია, მოგვიანებით კი მათ მატერიალური დახმარება ჩაერიცხებათ.

„ყველა ქალბატონს ვულოცავ დღევანდელ დღეს. განსაკუთრებულია ჩვენი ხანდაზმულები, რომლებიც საუკუნეზე მეტი ხნის არიან და მხნეობას არ კარგავენ“,- განაცხადა შოთა მურღულიამ.

ხანდაზმულებს ქალთა დღე  საკრებულოს დეპუტატმა თემურ ნადირაძემაც  მიულოცა.

ქუთაისის მერი ასევე მე-3 საჯარო სკოლაში მივიდა და პედაგოგებს ქალთა საერთაშორისო დღე მიულოცა.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი