ქუთაისში 11 სულიანი ოჯახი ბინიდან გამოასახლეს (ვიდეო)
11 სულიანი ოჯახი ბინიდან გამოასახლეს, ქუთაისში, ავტოქარხნის დასახლებაში. ონიანების ოჯახს ბინა იპოთეკით ჰქონდათ დატვირთული. როგორც ოჯახის წევრები აცხადებენ, მევახშეს ვალის დაბრუნება ნაწილ-ნაწილ შესთავაზეს, რაზეც მან უარი განაცხადა. ონიანები სახლიდან სამართალდამცველებმა გაამოაძევეს. ნერვიულობის ფონზე ბინის მეპატრონე შორენა ონიანი შეუძლოდ გახდა უგონო მდგომარეობაში მყოფი სასწრაფო დახმარების ჯგუფმა გადაიყვანა.
ადგილზე არასამთავრობო ორგანიზაციის "საქართველოს მოქალაქეთა კონსტიტუციური უფლებების დაცვის საზოგადოება" წევრები და პოლიტიკური პარტიის "თავისუფალი საქართველო" წევრი გოგი წულაია იმყოფებოდნენ. გოგი წულაიას განცხადებით, ეს არის კატასტროფა და სახელმწიფოს დროული რეაგირებისკენ მოუწოდება.
"ეს არის კატასტროფა, სახელმწიფოს მოვუწოდებ დროულად გასცენ გრძელვადიანი დაბალპროცენტიანი სესხები და ხალხს წინაასარჩენო დანაპირები შეუსრულონ. ძალიან ბევრი ოჯახი განადგურდა და კიდევ უამრავს ანალოგიური ბედი ელის. ასე გაგრძელება არ შეიძლება, ეს არცერთ ქვეყანაში არ ხდება", - განაცხადა წულაიამ.
ადგილზე ასევე იმყოფებოდნენ ანალოგიური პრობლემების მქონე მოქალაქეები, რომლებიც საპროტესტო აქციებს აანონსებენ.
ავტორი: ანი ლიპარიშვილი





16:29
18:25
15:07
12:11
















