|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში, 12 ოქტომბერს 12 ქუჩას წყლის მიწოდება შეუწყდება

გაერთიანებული წყალმომარაგების ქუთაისის სერვის ცენტრის ინფორმაციით, 12 ოქტომბერს ავტოქარხნის დასახლებაში 12 ქუჩას წყლის მიწოდება შეუწყდება.

კომპანიის განცხადების თანახმად, შეზღუდვა ბუკიას ქუჩის N11-13 შორის დ-225მმ პოლიეთილენის წყალმომარაგების ქსელის დაზიანებული ადგილის აღდგენის მიზნით საჭირო სამუშაოებს უკავშირდება. 

ამ მიზეზით 12 ოქტომბერს 08:00 საათიდან 18:00 საათამდე წყალმომარაგება შეუწყდებათ შემდეგი ქუჩის აბონენტებს: 1.    ავტომშენებლის #1-40 ჩათვლით, 2.  ზ. ჭავჭავაძე,  3. ბუკია 4. ჩხობაძე, 5. ც. დადიანი, 6.  9 აპრილი - #8 #10-ის გარდა, 7.  კ. მესხი, 8. ლეჟავა, 9.  ბელინსკი, 10.  მუსხელიშვილის ქუჩა, 11.  გრ. ფერაძის (ტოლბუხინის) ქუჩა 12.  ტოლსტოის ქუჩა.

ავტორი: ნიუპრესი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა