|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში საჯარო სკოლამდე მისასვლელი ტერიტორია დატბორილია

ქუთაისში, #12  საჯარო სკოლის მიმდებარე ტერიტორია დატბორილია. აღნიშნულის გამო პრობლემები ექმნებათ როგორც სკოლის მოსწავლეებს, ისე ადგილობრივებს. მათი განცხადებით, წერეთლის ქუჩაზე  წყლის მილი რამდენიმე დღეა დაზიანებულია. 

"რამდენიმე დღეა დაიტბორა ქუჩა და ყურადღებას არავინ გვაქცევს. წყალი იღვრება, ბავშვები იწუწებიან, სად ვცხოვრობთ საერთოდ",- განაცხადა  ქეთევან სულაქველიძემ.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით "ნიუპრესი" დასავლეთ საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების სამსახურის ხელმძღვანელს,  მერაბ ბობოხიძეს დაუკავშირდა. სიტუაციაში გარკვევის შემდეგ ბობოხიძემ განაცხადა, რომ  აღნიშნულ ტერიტორიაზე პასუხისმგებლობა არა "გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიას", არამედ "კობრას" ეკისრება,  რომელიც უკვე საქმის კურსშია და პრობლემა  დღის ბოლომდე  მოგვარდება.

შეგახსნებთ,  "კობრა" ქუთაისში წყლის სისტების სამუშაოების მოსაწესრიგებლად ტენდერში გამარჯვებული კომპანიაა, რომელიც სწორედ "გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ" 26 მილიონიანი პროექტის ფარგლებში დაიქირავა. სამუშაოების პირველი ეტაპი "კობრამ" უნდა შეასრულოს. თუმცა მუშაობის დროს კომპანიის მისამართით შენიშვნა არაერთხელ  გამოითქვა. ადგილობრივები აცხადებენ, რომ "კობრა" სამუშაოებს უხარისხოდ ასრულებს, ასევე არ აღადგენენ დაზიანებულ გზებს, რის გამოც მერიას არაერთხელ მიმართეს.

 

ავტორი: ანი ლიპარიშვილი