|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში 124–ივე საარჩევნო უბანი დროულად გაიხსნა

ქუთაისში 124–ივე საარჩევნო უბანი 08:00 საათზე გაიხსნა, ამათგან ერთი სპეც უბანი მეორე სასჯელაღსრულების დაწესებულებაშია გახსნილი.

ქუთაისის 59-ე საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ პირველი ბრიფინგი გამართა. ავთანდილ ოსეფაიშვილის თქმით, ყველა უბანზე დაიწყო კენჭისყრა და ამ დროისთვის რაიმე ექსცესები არ ყოფილა და ყველა უბანი გამართულად ფუნქციონირებს.

ქუთაისში 156 051 ამომრჩეველია რეგისტრირებული.

საქართველოში საპრეზიდენტო  არჩევნები იმართება. საქართველოს მოქალაქეები 6 წლის ვადით აირჩევენ პრეზიდენტს.

არჩევნებში მონაწილეობს პრეზიდენტობის 25 კანდიდატი, მათ შორის 19 – პოლიტიკური პარტიის, ხოლო ექვსი – ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის მიერაა წარდგენილი.  

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა