ქუთაისში ყველა საარჩევნო უბანი დროულად გაიხსნა
ქუთაისში 124-ივე საარჩევნო უბანი 08:00 საათზე გაიხსნა. ქუთაისის #59–ე საოლქო კომისიის თავმჯდომარის ავთანდილ ოსეფაიშვილის განცხადებით, ქუთაისში ხმის მიცემა დროულად დაიწყო. 124–ივე უბანი 08:00 საათზე გაიხსნა.
ავთანდილ ოსეფაიშვილის თქმით, რამდენიმე უბანზე კომიიის წევრები დაგვიანებით გამოცხადდნენ, რის გამოც მცირე შეფერხება იყო. ამ დროისთვის საჩივარი არ დაწერილა.
ქუთაისში ერთი სპეციალური უბანია, რომელიც ნომერ მეორე სასჯელაღსრულების დაწესებულებაშია განთავსებული. ქალაქში სულ 156 281 ამომრჩეველია რეგისტრირებული. მეორე ტურში ამომრჩევლთა რაოდენობა 230 ადამიანით გაიზარდა.
ავტორი: ნიუპრესი
უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?
კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა




16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















