|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

საარჩევნო უბნების ადაპტირებისათვის ქუთაისის მერია ტენდერს გამოაცხადებს

ქუთაისში 128 საარჩევნო უბნიდან  მარტივი ადაპტაცია და პანდუსი მხოლოდ 45 უბანზე მოქმედებს,- ამის შესახებ "ნიუპრესს" ქუთაისის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ ავთანდილ ოსეფაშვილმა განუცხადა.

 ოსეფაშვილის განმარტებით, საარჩევნო უბნების ადაპტირებაზე პასუხისმგებლობა ადგილობრივ თვითმმართველობას ეკისრება. 

როგორც ქუთაისის მერიაში აცხადებენ, ამ ეტაპზე  მიმდინარეობს შესყიდვების პროცედურები საპროექტო სამუშაოებზე, რის შემდეგაც მოხდება ტენდერის გამოცხადება.

 საქართველოში ამ დროისთვის 3634 უბნიდან 1103 უბანია ხელმისაწვდომი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის. ადაპტირებული უბნების რიცხვის გაზრდა იგეგმება. 

 სამუშაოები 2015 წელს გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში მიმდიონარეობს, რომლის მიზანიც საქართველოს პარლამენტის 2016 წლის 8 ოქტომბრის არჩევნებისთვის საარჩევნო უბნების ადაპტირების უზრუნველყოფაა.

 

ავტორი: ირინა მაკარიძე

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა