|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში 161 709 ამომრჩეველია რეგისტრირებული

ქუთაისში  161 709 ამომრჩეველია რეგისტრირებული.  #59 საოლქო საარჩევნო კომისიის მონაცემებით, უბნების მიხედვით ამომრჩეველთა რაოდენობა შემდეგია: #47 მაჟორიტარული ოლქში  53 089 ამომრჩეველია, #48 მაჟორიტარული ოლქში - 54 064 ამომრჩეველი, #49  ოლქში  კი,  54 556 ამომრჩეველი.

 შეგახსენებთ, 2016 წლის 8 ოქტომბერს ქუთაისი 3 მაჟორიტარ დეპუტატს ირჩევს.  სამაჟორიტარო უბნების საღვრები  ამომრჩეველთა რაოდენობის მიხედვით ჩამოყალიბდა.  ქუთაისის 3 მანდატის მოპოვებას 33-კანდიდატი ცდილობს. 

სამივე მაჟორიტარულ ოლქში, ჯამში ქუთაისში შემავალი 123 უბანი და თერჯოლის მუნიციპალიტეტის 5 საარჩევნო უბანია, რასაც ერთი სპეცუბანი (#2 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში) ემატება, ჯამში უბნების რაოდენობა 129-ს შეადგენს.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა