|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში მომხდარი აფეთქების შედეგად დაშავებული 33 წლის ქალი გარდაიცვალა

ქუთაისში 18 ივნისს მომხდარი აფეთქების შედეგად დაშავებული 33 წლის ქალი საავადმყოფოში გარდაიცვალა. ქუთაისის დამწვრობის ცენტრის ექიმის გიორგი აბესაძის ინფორმაციით, 33 წლის ქალი საავადმყოფოში ამ დილით გარდაიცვალა. მას სხეულის 70%-იანი დამწვრობა ჰქონდა.

ექიმის ინფორმაციით, მძიმეა აფეთქებაში ბრალდებულის დედის მდგომარეობა. ქუთაისის დამწვრობის ცენტრში მოთავსებული მესამე პაციენტის მდგომაროება შედარებით მსუბუქია.

თბილისის დამწვრობის ცენტრში მკურნალობას აფეთქებისას დაშავებული ორი ადამიანი აგრძელებს. მათგან ერთი აფეთქებაში ბრალდბული მამაკაცია, მეორე კი მისი დეიდაშვილის შვილი, 10 წლის გოგონა.

ქუთაისში, ავტომშენებლის ქუჩაზე აფეთქება 18 ივნისს მოხდა, რის შედეგადაც შვიდი ადამიანი დაშავდა.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა