ქუთაისში 2 ბანკომატი გაძარცვეს
ქუთაისში დავით აღმაშენებლის გამზირზე ორი ბანკომატი გაძარცვეს. შემთხვევა "ფოლკლორის სახლის" წინ მოხდა. მარკეტების წინ არსებული ბანკომატები უცნობმა პირებმა ღამის 4-ის ნახევარზე გაძარცვეს.
ფაქტს ადასტურებენ ადგილობრივები. როგორც "ნიუპრესს" განუცხადეს, უცნობმა პირებმა ბანკომატი გატეხეს და თანხა გაიტაცეს.
"გამთენიისას უცნობმა პირებმა მაღაზიის წინ მდებარე ბანკომატიდან თანხა გაიტაცეს. გარეთ გამოსვლა შეგვეშინდა და პატრული გამოვიძახეთ. ამ დროის განმავლობაში ბრალდებულები გაიქცნენ",- აცხადებს მაღაზია "დეილის" გამყიდველი.
შსს ინფორმაციას არ ადასტურებს.
ავტორი: ანი ლიპარიშვილი
უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?
კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა





16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















