ოლიმპიურმა კომიტეტმა საუკეთესო მუნიციპალიტეტად ქუთაისი დაასახელა
დღეს ქუთაისში 2016 წლის სახელოვანი სპორტსმენები დააჯილდოვეს.
ქუთაისის მერიის სპორტის განყოფილების ორგანიზებით ტრადიციული, წლის წარმატებული სპორტსმენებისა და მწვრთნელების საზეიმო მიღებას ქუთაისის მერი შოთა მურღულია, საკრებულოს თავმჯდომარე დავით დვალი, იმერეთის გუბერნატორი გივი ჭიჭინაძე და ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატები დაესწრნენ.
ღონისძიებაზე წლის საუკეთესო ქუთაისელი სპორტსმენები და გუნდები გამოვლინდნენ. სხვადასხვა ნომინაციაში გამარჯვებულებმა სამახსოვრო საჩუქრები მიიღეს.
სიმბოლური პრიზი 15 სპორტსმენს გადაეცა, ასევე ღონისძიებაზე მოწვეული 140 სპორტსმენი სასაჩუქრე ნობათით დასაჩუქდა.
ღონისძიებისათვის 12 000 ლარიანი ტენდერი იყო გამოცხადებული.
2016 წელს განხორციელებული პროექტების მიხედვით ოლიმპიურმა კომიტეტმა საუკეთესო მუნიციპალიტეტად ქუთაისის მერია და საკრებულო დაასახელა.
ავტორი: ნიუპრესი





16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















