|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში 2017 წელს გაზრდილ ბიუჯეტს ელოდებიან

ქუთაისის 2017 წლის ბიუჯეტზე მუშაობა დაწყებულია. ქალაქის მერის განცხადებით, ბიუჯეტი შედგენის პროცესშია, მიმდინარეობს პრიორიტეტების განხილვა.

2017 წლის ბიუჯეტის  შედგენის პროცედურა მიმდინარეობს. განისაზღვრა  ძირითადი პრიორიტეტები,  ორგანიზაციებიდან მივიღეთ ინიციატივები, ასევე ვადგენთ, თუ რა მოცულობის გათანაბრებითი ტრანსფერი იქნება,“-განაცხადა შოთა მურღულიამ.

მერის განცხადებით, ბიუჯეტის პირვანდელი პროექტი, კანონის შესაბამისად, 15 ნოემბრისთვის იქნება მზად. შემდგომ განსახილველად გადაეგზავნება საკრებულოს. საკრებულოს კომისიები განიხილავენ ბიუჯეტს და შენიშვნების შემთხვევაში  მერიას დაუბრუნებენ.

იქამდე კი, შოთა მურღულიას განცხადებით, მსგავსად წინა წლებისა,  ბიუჯეტის პროექტის საჯარო განხილვები გაიმართება უბნების მიხედვით, პროცესში მოსახლეობაც ჩაერთვება.

შოთა მურღულია ბიუჯეტის ზუსტ ციფრს ვერ ასახელებს, თუმცა იმედოვნებს, რომ ბიუჯეტის საწყისი თანხა მიმდინარე წლის ბიუჯეტზე მეტი იქნება, რაცას  რეგიონული განვითარების ფონდიდან გამოყოფილი თანხაც დაემატება.

ქუთაისის 2016 წლის ბიუჯეტმა  თავდაპირველად 50 597 500 ლარი შეადგინა. ამჯამად ბიუჯეტის მოცულობა 73 555 600 ლარს გადააჭარბა.

 

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა