|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის მერიის წინ "2017 წლის ბიუჯეტი" დაწვეს[VIDEO]

პარტია „თავისუფალი საქართველოს“ იმერეთის ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ქუთაისის 2017 წლის ბიუჯეტის პროექტი დაწვა. გოგი წულაიმ პროტესტის ნიშნად ქალაქის მთავარი საფინანსო დოკუმენტი სიმბოლურად მერიის წინ დაწვა. წულაიას პროტესტი ბიუჯეტის ტრიორიტეტებმა და არასწორმა პროგრამებმა გამოიწვია.

„ბიუჯეტი გათვლილი უნდა იყოს ქალაქის განვითარებაზე, ადამიანების დასაქმებასა და ეკონომიკის გაუმჯობესებაზე, მაგრამ ვნახეთ, რომ 2017 წლის ბიუჯეტი ქუთაისის დანგრევას ემსახურება. ბიუჯეტი, რომელიც წინა ბიუჯეტის ანალოგია, არაა გათვალისწინებული ქალაქის განვითარებაზე, ამიტომ უნდა დაიწვას,“ -განაცხადა წულაიამ. 

შენიშვნა ქალაქის მერიის მიერ დაანონსებულ ოპტიმიზაციაზეც გამოითქვა. წულაიას თქმით, ოპტიმიზაცია მოსახლეობის ხარჯზე მოხდება.

წულაიას ბრალდებებს მერიაში არ პასუხობენ.

ქუთაისის 2017 წლის ბიუჯეტი 51 572 800 ლარს შეადგენს, ის საკრებულოს უმრავლესობის მიერ ერთხმად დამტკიცდა.

 

 

ავტორი: ანი ლიპარიშვილი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა