2019 წელს ქუთაისში 10 ცენტრალური ქუჩის რეაბილიტაცია იგეგმება [R]
                                                                                                                                                        ![2019 წელს ქუთაისში 10 ცენტრალური ქუჩის რეაბილიტაცია იგეგმება [R]](http://newpress.ge/uploads/all/gallery/adgilobrivebi/52605714_289615845040790_4057164929734541312_n.jpg) 
                
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, საგზაო დეპარტამენტი მიმდინარე წელს, ქუთაისში 10 ცენტრალიური ქუჩის რეაბილიტაციას გეგმავს.
"ასეთი მასშტაბური სამუშაოები ქუთაისში არასოდეს ჩატარებულა, ეს არის უმნიშვნელოვანესი საკითხი ჩვენი თანაქალაქელებისთვის", - ამის შესახებ ტელეკომპანია "რიონის" პირდაპირ ეთერში გადაცემა "ობიექტურ აზრში" სტუმრობისას ქუთაისის მერმა, გიორგი ჭიღვარიამ განაცხადა.
საგზაო დეპარტამენტი, ქუჩების რეაბილიტაციისთვის დაახლოებით 37 მლნ ლარს დახარჯავს.
ქუთაისის მერის განცხადებით, რეაბილიტაცია ჩაუტარდება:
აღმაშენებლის გამზირის 3 კმ-იან მონაკვეთს,
წერეთლის ქუჩის 2.8 კმ-იან მონაკვეთს,
თავისუფლების ქუჩის 1.5 კმ-იან მონაკვეთს,
საიათნოვას ქუჩის 0.3 კმ-იან მონაკვეთს,
გუგუნავას ქუჩის 1.9 კმ-იან მონაკვეთს,
ჯავახიშვილის ქუჩის 1.415 კმ-იან მონაკვეთს,
ბუხაიძის ქუჩის 0.7 კმ-იან მონაკვეთს,
შარტავას ქუჩის 0. 308 კმ-იან მონაკვეთს,
ნინოშვილის ქუჩის 1.360 კმ-იან მონაკვეთს,
ნიკეას ქუჩის და სულხან საბას დამაკავშირებელ 2.741 კმ-იან მონაკვეთს.
ავტორი: ნიუპრესი
 EUR 1 =
 EUR 1 =  GEL 3.649
 GEL 3.649 USD 1 =
 USD 1 = 




 16:36
16:36 10:58
10:58.jpg) 23:12
23:12 12:36
12:36 15:31
15:31
















